14/02/2017

მხატვარი და მოცეკვავე

ნიკო ფიროსმანი
(1862, სოფ. მირზაანი ― 1918, ქ.თბილისი)
ქართველი თვითნასწავლი მხატვარი.

კახეთის ეპოსი ნიკო ფიროსმანი
“აქტრისა მარგარიტა”, ფრანგი მოცეკვავე ქალი. ნიკო ფიროსმანის მუზა. ამბობენ ნიკომ მარგარიტა პირველად მუშტაიდის ბაღში, კაფე შაიტანში ნახა. ის მაზურკას ცეკვავდა.
"აკტრისა მარგარიტა" ნიკო ფიროსმანი 1909 წ
თბილის, სოლოლაკი, მაისის დილა. "ვიწროში" ურემი შეჩერდა, უკან მეორე მიადგა, მეორეს – მესამე, ქუჩის  ბოლოს, მეათე ურემი შედეგა, მედროგეებმა ურმებზე დყრილი მინდვრის ყვავილები აკრიფეს და  ცხრა ურემი ყვავილი ქუჩაზე დაფინეს, მერე მეათე ურმიდან წითელი ვარდები ფრთხილად გადმოიღეს და მნდვრის ყვავილით მოფენილ ქუჩის მთელ სიგრძეზე ვარდის ბილიკი გაკაფეს.. ცნობისმოყვარე  გამვლელები ამბის დასასრულს ელოდენ. იავარდით მოფენილი ბილიკი ორსართულინი სახლის კიბესთან მიდიოდა, კიბეზე მარგარიტა იდგა. ის გაფერადებულ გზას უცქერდა.. ნიკალას ხელში წითელი ვარდი ეჭირა, ის ყვავილნარზე შედგა და მარგარიტასკენ გაემართა ...
ერთ დღეს ნიკალამ აღმოაჩინა, რომ მარგარიტამ ის მიატოვა და საფრანგეთში წავიდა.
"ჟირაფი" ნიკო ფიროსმანი

1918 წლის გაზაფხულს ნიკო ავად გახდა. რამდენიმე ხანს მარტო იწვა ბნელ სარდაფში. სავადმყოფოში გადაიყვანეს. უკვე გვიანი იყო. უპატრონო მიცვალებული სადღაც დამარხეს. მისი საფლავის ადგილი უცნობია.
უშვილო მილიონერი და ღარიბი ქალი ბავშვებით
ნიკო ფიროსმანი



საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ნიკოლოზ ფიროსმანაშვილის 146 ნამუშევარია დაცული. 16 ტილო სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმშია გამოფენილი.



No comments:

Post a Comment