14/02/2017

მხატვარი და მოცეკვავე

ნიკო ფიროსმანი
(1862, სოფ. მირზაანი ― 1918, ქ.თბილისი)
ქართველი თვითნასწავლი მხატვარი.

კახეთის ეპოსი ნიკო ფიროსმანი
“აქტრისა მარგარიტა”, ფრანგი მოცეკვავე ქალი. ნიკო ფიროსმანის მუზა. ამბობენ ნიკომ მარგარიტა პირველად მუშტაიდის ბაღში, კაფე შაიტანში ნახა. ის მაზურკას ცეკვავდა.
"აკტრისა მარგარიტა" ნიკო ფიროსმანი 1909 წ
თბილის, სოლოლაკი, მაისის დილა. "ვიწროში" ურემი შეჩერდა, უკან მეორე მიადგა, მეორეს – მესამე, ქუჩის  ბოლოს, მეათე ურემი შედეგა, მედროგეებმა ურმებზე დყრილი მინდვრის ყვავილები აკრიფეს და  ცხრა ურემი ყვავილი ქუჩაზე დაფინეს, მერე მეათე ურმიდან წითელი ვარდები ფრთხილად გადმოიღეს და მნდვრის ყვავილით მოფენილ ქუჩის მთელ სიგრძეზე ვარდის ბილიკი გაკაფეს.. ცნობისმოყვარე  გამვლელები ამბის დასასრულს ელოდენ. იავარდით მოფენილი ბილიკი ორსართულინი სახლის კიბესთან მიდიოდა, კიბეზე მარგარიტა იდგა. ის გაფერადებულ გზას უცქერდა.. ნიკალას ხელში წითელი ვარდი ეჭირა, ის ყვავილნარზე შედგა და მარგარიტასკენ გაემართა ...
ერთ დღეს ნიკალამ აღმოაჩინა, რომ მარგარიტამ ის მიატოვა და საფრანგეთში წავიდა.
"ჟირაფი" ნიკო ფიროსმანი

1918 წლის გაზაფხულს ნიკო ავად გახდა. რამდენიმე ხანს მარტო იწვა ბნელ სარდაფში. სავადმყოფოში გადაიყვანეს. უკვე გვიანი იყო. უპატრონო მიცვალებული სადღაც დამარხეს. მისი საფლავის ადგილი უცნობია.
უშვილო მილიონერი და ღარიბი ქალი ბავშვებით
ნიკო ფიროსმანი



საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ნიკოლოზ ფიროსმანაშვილის 146 ნამუშევარია დაცული. 16 ტილო სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმშია გამოფენილი.



09/02/2017

რენე მაგრიტი



რენე მაგრიტი  
ბელგილელი მხატვარი, სურეალისტი (21 ოქტ 1898 -15 აგვ. 1967). ამოუცნობი ად მახვილგონიერი ნახატების ავტორი.
La Condition Humaine 1934 by Rene Magritte
“სარკმლის წინ, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ოთახის შიგნიდან, მე მოვათავსე ნახატი,  რომელიც აღწერს იმ ლანდშაფტს  რომელსაც ის ფარავს. ასე ხე ნახატზე, ფარავს ხეს, რომელიც დგას მის მიღმა, გარეთ. მაყურებლისთვის ხე ერთდროულად არინს ოთახში ნახატზე და გარეთ რეალურ ლაანტშაფტზე. ასე, ხანდახან განვათავსებთ წარსულში იმას რაც არის აწმყოში. ასე დრო და სივრცე თავისუფალდება, იმ ტრივიალური აზრისგან,  რომელიც ავსებს ერთიან ცნობიერებას.” - რენე მაგრიტი
The Battle of the Argonne, 1959 by Rene Magritte

მოგვიანებით მაგრიტი იტყვის: “მე მძულს ჩემი წარსული სხვა დანარჩენი. მძულს მორჩილება, მოთმინება, პროფესიული გმიგობა და მშვენიერების აუცილებელი განცდა. ასევე მძულს დეკორატიული ხელოვნება, ფოლკლორი, რეკლამა, ხმები, რომლებიც ახმოვანებენ განცხადებებს,  აეროდინამიკა, ბოისკაუტები, ნაფტალინის სუნი, წარმავალი მოვლენა და მთვრალი ადამიანები.”

The Treachery of Images, 1929 by Rene Magritte
ნახატზე გამოსახულია ჩიბუხი,  ზედ წარწერაა “ეს არ არის ჩიბუხი”.  თვენ ხედავთ ჩიბუხს. მაგრამ შეუძლებელია მასში თუთუნი შეაკეთო და მოწიო. აეს რომ სინამდვილეში ეს არარი ჩიბუხი. ასეთია რენე მაგრიტის ტილოების სახის მეტყველება.
La Clairvoyance, 1936 by Rene Magritte
50-იან წლებში მან შექმნა ნამუშევრების სერია “პერსპექტივა” სადაც ადამიანების მაგიერ კუბოები არის გამოსახული. მათ შორის არის ტილოები “მადამ რეკამე” და “აივანზე”  ეს ნამუშევრები წარმოადგენს  ჟაკ ჟულ დაცითის და ედგარ მანეს შედევრების პაროდიას.

Rene Magritte
"Perspective - Balcony Mane" (1950)
Edouard Mane "Balcony" (1868-1869)





















რენე მარიტის შემოქმედებითი მემკვიდრეობა მეტად ფასეულია. ფერწერა, აკვარელი, შექმნა მრავალი კოლაჟი. გატაცებული იყო ფოტოგრაფიით, მთელი ცხოვრება ბრუსელში გაატარა მიუხედავათ ამისა მისი ურბანისტული პეიზაჟები  უნივერსალურია.

კომიქსიდან შედევრამდის

როი ლიხტენშტეინი  

ამერიკელი მხატვარი პოპ-არტის წარმომადგენელი.

(27 ოქტ. 1923 — გ. 29 სექ. 1997)

როი ლიხტენშტეინიმა, პოპულარობა  კომიქსების მიხედვით შექმნილი ნახატებით  მოიპოვა.
Roy Lichtenstein Look Mickey

როი ლიხტენშტეინმა 1960 წელს, ორმოცი წლის ასაკში დაიწყო ამ სტილის ნამუშევრების შექმნა. ის ერთერთი პირველი იყო ვინც  შემოქმედება მასიური (და არა ინდივიდუალური) ცნობიერებისკენ მიმართა. ამისთვის მას კრიტიკოსები ძრახავდენ. ახალგაზრდა კოლეგებმა კი ის xx  გავლენიან მხატვრად გადააქციეს.
Roy Lichtenstein Dancers
შესაძლებელია  განასახიერო გრძნობა, კომიქსის სტილში შექმნილი მარტივი ნახატით?
Roy Lichtenstein Drowning Girl 
როი ლიხტენშტეინმა მარტივი და დამაჯერებელი   პასუხი გასცა ამ კითხვას. მან შეძლო მხოლოდ მარტივი მოხაზულობისა და შინაარსის, ლოკალური ფერების გამოყენებით ადამიანური ემოციების გადმოცემა. მისი ნახახატი “კოცნა” (Drowning Girl) ასახავს ვნებას, სიხარულს, ტანჯვას სასოწარკვეთას. სიყვარულს და ცრემლებს -  ნამუშევარი შექმნილია  მარტივი საშულებებით და მოკრძალებული მხატვრული ხერხით.
SRoy Lichtenstei ntill life after Picasso
"ეს ნახატებ უნდა გამოიყურებოდენ როგორც ყალბი ნამუშევრები, მე მგონია რომ ამას ვახერხებ, მე უბრალოდ კი არ ვიხატავ კომიქსებს, არამდ ვდებ მათში რაღაც ახალს და ვქმნი ხელოვნების ნიმუშს.” - როი ლიხტენშტეინი

Tbilisi Art Live

05/02/2017

მხატვარი, რომელიც გაცდუნებთ

რობერტ  (რობ)  გონსალესი (Robert «Rob» Gonsalves) - კანადელი მხატვრი.

რობ გონსალვესი მუშაობის სტილი ჯადოსნურია, რეალიური და სიურეალისტური:  რეალური სივრცე, წარმოგვიდგება გოგორც ილუზია.

ზღცაში გასვლა
სტილი, რომელსაც ეკუთვნის ცნობილი კანადელი მხატვრის  რობ გონსალვესის ნახატები, სურეალიზმით განისაზღვრება, თუმცცა მისი უფრო ზუსტი განსაზღვრება  მაგიური რეალიზმი იქნებოდა..
დეკორაციის შეცვლა
რობ გონსალვესის ნახატები სამყროთა მაგიურ ერთობას გავს. ეს არის  ერთი შეხედვით შეუმჩნეველი მეტამორფოზა, თითქოს მოცემული ობიექტები ერთი სბრტყიდან მეორეში ინაცვლებენ და ერთ საერთო სახეს ქმნიან. ასაე მხატვარ მიგვანიშნებს, რომ ყველაფერი სამყაროში ერთმანეთთან არის დაკავშირებული
წყლის ცეკვა
რობ გონსალვესმა  პირველი ნამუშევრები 12 წლის ასაკში შექქმნა. მას ყოველთვის აინტერესებდა არქიტექტურა, პერსპექტივა, კონსტრუქცია. ის დღესაც თავის შემოქმედებაში ცენტრალურ ადგილს არქიტექტურას ანიჭებს, უბრალოდ ის ახლა ილუზიებს აშენებს. ეს ისე ოსტატურად გამოსდის, რომ რთულია შეამჩნიო საძღვარი სად მთავრდება ერთი სამყარო და იწყება მეორე. 

ღამის ავიაცია